ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „დაზვერვის“ ხელმძღვანელი - საქართველოს ხელმძღვანელობაზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის ზეწოლა იზრდება - ამის მიზანია აიძულონ თბილისი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას

საქართველო არ აპირებს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ რევანშისტულ იდეებზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსეი ვარზიევმა განაცხადა.

„ოფიციალური თბილისის სამშვიდობო რიტორიკის მიუხედავად, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს და რომელიც ეფუძნება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში დაპირისპირების თავიდან აცილებას, ქართულ საზოგადოებაში შეინიშნება რევანშისტული განწყობის ზრდა, რასაც დასავლური ქვეყნები აქტიურად უწყობენ ხელს, უფრო მეტიც, საქართველოს ხელმძღვანელობაზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის აშკარა ზეწოლა იზრდება. მიზანი აშკარაა - აიძულონ თბილისი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას“, - განაცხადა ვარზიევმა.

მისი მტკიცებით, ამ საქმეში შეერთებული შტატები და „მისი სატელიტები ფსონს დებენ ქართული ნაციონალისტური და ნეოფაშისტური ორგანიზაციების წევრებზე, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.“

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება