რიში სუნაკი ისრაელიდან საუდის არაბეთში გაემგზავრა

რიში სუნაკი ისრაელიდან საუდის არაბეთში გაემგზავრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ორდღიანი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.

ისრაელის შემდეგ ის საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

იქამდე კი, სუნაკი თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.