ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპელი დემოკრატების“ შეხვედრები გაიმართა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პროგრამების ხელმძღვანელთან და პირველ მრჩეველთან სვიტლანა სვიეტოვასთან გაიმართა.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერპექტივა და მხარდაჭერის აუცილებლობა, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიების ანექსიის გაზრდილი საფრთხეები.

პაატა დავითაიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელებს გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ამსახველი რუკები, რომელთა მიხედვით მოხდა იმ ვითარების აღწერა, ოჩამჩირეში რუსეთის ჯარის და სპეცდანიშნულების ნაწილების განლაგების შემთხვევაში, თუ რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს როგორც საქართველოს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჩვენი საუბრის თემა ასევე იყო 2024 წლის არჩევნები და საარჩევნო სისტემები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დაინტერესებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში და როგორც აცხადებენ, იგეგმება დიდი საპარლამენტო დელეგაციის ჩამოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად“ , - აცხადებს პაატა დავითაია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება