ლევან არველაძემ  2022 - 2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ 2022 - 2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ლევან არველაძეს, რომელიც ამავდროულად არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს საკრებულოს 15 და ბიუროს 17 სხდომაში, რომლებზეც მთლიანობაში 105 დადგენილება და 615 განკარგულება იქნა მიღებული.

„საანგარიშო წლის პერიოდში ფრაქციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩატარებული აქვს 18 სხდომა, მათგან დავესწარი 16-ს, რომლებზეც განვიხილეთ და სხვადასხვა სახის რეკომენდაციები შევიმუშავეთ 26 საკითხზე“,- განაცხადა ლევან არველაძემ ანგარიშის წარდგენის დასაწყისში.

საკრებულოს წევრის წლიურ ანგარიშში ცალკე თავი მიეძღვნა ლევან არველაძის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია კომისიის 13 სხდომა, რომლებზეც განიხილეს კომისიის კომპეტენციაში შემავალი 49 სხვადასხვა საკითხი, მათ შორის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურიდან მოწოდებული პროექტები თბილისის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილების შეტანისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ.

ლევან არველაძემ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა მიმდინარე წელს დაწყებულ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციის პროექტზე და ერთობლივი გადაწყვეტილებით ამოქმედებულ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე“.

„პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. შესაძლებელია დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში შეიტანოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად თბილისის განვითარების ფონდს გადააბაროს. ამდენად, ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად დავიცვათ ისტორიული უბნების იერსახე, მეორე მხრივ კი, დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ავარიული სახლების მესაკუთრეებს, რათა საცხოვრებელი და ყოფითი პირობები გაიუმჯობესონ“,- ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების 18 პროექტი განხორციელდა.

ლევან არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ განხილული და საკრებულოს სხდომებზე წარდგენილი იქნა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავებული და ინიცირებული პროექტები და ღონისძიებები, ასევე ამ პროექტების განხორციელებით უკვე მიღწეული შედეგები.

ლევან არველაძის ანგარიშში ასევე საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროექტებზე და ამ პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებსა და ფორუმებზე.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში ყოფნისა და მონაწილეობისათვის ღონისძიებები გატარდა.

„საანგარიშო პერიოდში გადახდილ იქნა Delice Network-ში გაწევრიანების საწევრო გადასახადი და თბილისის მერიამ მონაწილეობა მიიღო შვედეთის სამეფოში (ქალაქი მალმო) გამართულ მსოფლიო ქალაქების პროფესიული ქსელის Delice Network-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე. მერიის თანამონაწილეობით ჩატარდა უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული, ხოლო თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში გაიმართა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ასახულია ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციისთვის გატარებული ღონისძიებები.

როგორც ანგარიშის ბოლოს ლევან არველაძე აღნიშნავს, საანგარიშო პერიოდში მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 24 სხდომა, რომლებზეც კომისიის კომპეტენციაში შემავალი 302 საკითხი განიხილეს.

ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა