სადაზღვევო ჯგუფის დირექტორის მოადგილე - რეიტინგული გადამზღვეველი არ გაუფორმებს კონტრაქტს ისეთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ვერ მართავს რისკებს და უარყოფითი შედეგით ამთავრებს სადაზღვევო წელს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ინფორმაციით, ოპერირების დაწყების დღიდან „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ყველა არასიცოცხლის დაზღვევის პოლისი AA რეიტინგის ევროპულ გადამზღვეველ კომპანიაშია გადაზღვეული.

„რეიტინგული გადამზღვეველი არ გაუფორმებს კონტრაქტს ისეთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ვერ მართავს რისკებს და უარყოფითი შედეგით ამთავრებს სადაზღვევო წელს.

რეიტინგული გადამზღვეველი სადაზღვევო კომპანიის მდგრადობის საფუძველია.

ოპერირების დაწყების დღიდან „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ყველა არასიცოცხლის დაზღვევის პოლისი გადაზღვეულია AA რეიტინგის ევროპულ გადამზღვეველ კომპანიაში.

ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ ასეთ ძლიერ პარტნიორებს, ვინაიდან, ჩვენი პოლისები ანდერრაიტინგულად კვალიფიციურადაა შედგენილი და კომპანიის რისკების მართვის პოლიტიკა საიმედოა ჩვენი გადამზღვევლებისთვის“, - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ სოფიო გრაკალიშვილმა და დასძინა:

„ჩვენი კომპანია გადამზღვევლების ნდობით სარგებლობს, ვინაიდან ოპერირების დაწყების დღიდან ყოველი წელი დადებითი ბალანსით დაასრულა, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენივე შემოსავლებით გაგვეოთხმაგებინა კომპანიის კაპიტალი”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება