საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ინფორმაციით, ოპერირების დაწყების დღიდან „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ყველა არასიცოცხლის დაზღვევის პოლისი AA რეიტინგის ევროპულ გადამზღვეველ კომპანიაშია გადაზღვეული.
„რეიტინგული გადამზღვეველი არ გაუფორმებს კონტრაქტს ისეთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ვერ მართავს რისკებს და უარყოფითი შედეგით ამთავრებს სადაზღვევო წელს.
რეიტინგული გადამზღვეველი სადაზღვევო კომპანიის მდგრადობის საფუძველია.
ოპერირების დაწყების დღიდან „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ყველა არასიცოცხლის დაზღვევის პოლისი გადაზღვეულია AA რეიტინგის ევროპულ გადამზღვეველ კომპანიაში.
ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ ასეთ ძლიერ პარტნიორებს, ვინაიდან, ჩვენი პოლისები ანდერრაიტინგულად კვალიფიციურადაა შედგენილი და კომპანიის რისკების მართვის პოლიტიკა საიმედოა ჩვენი გადამზღვევლებისთვის“, - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ სოფიო გრაკალიშვილმა და დასძინა:
„ჩვენი კომპანია გადამზღვევლების ნდობით სარგებლობს, ვინაიდან ოპერირების დაწყების დღიდან ყოველი წელი დადებითი ბალანსით დაასრულა, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენივე შემოსავლებით გაგვეოთხმაგებინა კომპანიის კაპიტალი”.