ავთანდილ ცინცაძემ საბურთალოს რაიონის მოსახლეობას 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები და სხვა.

“ჩემთვის, როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება. წლიდან-წლამდე, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის იდენტიფიცირება, რათა საბოლოოდ, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საბურთალოს მოსახლეობის პრიორიტეტები ავსახოთ” , - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ განმარტა, საბურთალოს რაიონის მოსახლეობა წლების მანძილზე მიმდინარე ქაოტური განაშენიანებით ყველაზე მეტად დაზარალდა.

სწორედ ამიტომ, დეპუტატის თქმით, საბურთალოს რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ყველა შესაძლებლობას იყენებს.

საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოსაგვარებლად, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაწყებული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, პროექტი საბურთალოს რაიონში, კერძოდ, სოფელ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებს.

"ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში, უამრავმა მოქალაქემ მომმართა აღნიშნული პრობლემით და მოხარული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, მათ დახმარებას შევძლებთ", - აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა