„მზიურის" ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობა „მზიურის" პარკის შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტზე მიიწვია.

როგორც მან „ფეისბუქის" პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, კონცერტი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

„დაახლოებით 2,5 ჰექტარი ტერიტორია ემატება „მზიურის" პარკს, რაც ძალიან მაგარია. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონცერტი და მინდა მოგიწვიოთ ყველა. ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით ხვალ, საღამოს შვიდ საათზე „მზიურის" პარკში", - განაცხადა კახა კალაძემ.

კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგებიან.

„ხვალ გველოდება ძალიან სასიამოვნო საღამო. კონცერტზე წარმოდგენილი იქნებიან დუეტი „ჯორჯია", სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი", დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა. მობრძანდით თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად", - განაცხადა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერმა „ფეისბუქის" პირდაპირ ჩართვაში ასევე ისაუბრა განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სივრცე და ინფრასტრუქტურა მოეწყო. „მოეწყო სატრენაჟორო სივრცე, გადმოსახედი, რომელიც „მზიურის" პარკის ვრცელ ნაწილს გადაჰყურებს; განათებული სასეირნო ბილიკები დაემატა, მოეწყო ფანჩატური, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; საპიკნიკე სივრცეა გაკეთებული - უზარმაზარი მდელოა გამწვანებული.

ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ემატება ჩვენს ქალაქს - გამწვანებული, მოწესრიგებული, გალამაზებული სივრცეები. როგორც გითხარით, ეს იყო კერძო საკუთრება და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, მიდგომა და დამოკიდებულება ასეთ სივრცეებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიბრუნოთ მსგავსი ტერიტორიები, სადაც შემდგომში პარკები და სკვერები მოეწყობა. ჩვენ ქალაქს რაც ჭირდება, ეს არის გამწვანებული სივრცეები. ვფიქრობ, გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, რადგან ბალახი ახალი დაგებულია. მთავარია, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და შევინარჩუნოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციებას ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა