IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულ, აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც 14 ქვეყნის 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მოიცავდა რუსეთის მიერ წამოწყებულ კონფლიქტს უკრაინაში და მის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მომიჯნავე რეგიონებზე.

„კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი) და სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება