აშშ-ის სენატმა ისრაელისადმი მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ისრაელისადმი მხარდაჭერის დამადასტურებელი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, რეზოლუცია ისრაელის და მისი თავდაცვის უფლებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და მშვიდობიან მოსახლეობაზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს.

სენატის რეზოლუცია, ასევე, “გმობს გლობალური ტერორიზმისადმი ირანის მხარდაჭერას, მათ შორის მის დახმარებას ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისადმი, როგორებიცაა „ჰამასი“ და “პალესტინის ისლამური ჯიჰადი” და აღნიშნავს, რომ აშშ “მზად არის ისრაელს სასწრაფო მომარაგებაში ან უსაფრთხოების, დიპლომატიური და დაზვერვის სხვა საჭიროებებში დაეხმაროს”.

კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ “სენატი მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას რეალური, სწრაფი, გადამწყვეტი ქმედებებითა და რესურსებით”.

რეზოლუცია 100-დან 99 სენატორის თანაავტორობით შეიქმნა. კენტუკის შტატიდან რესპუბლიკელმა სენატორმა პოლ რენდმა მას ხელი არ მოაწერა, მაგრამ კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა. საბოლოოდ რეზოლუცია 97 ხმით იქნა მიღებული, 3 სენატორი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება