გრიგოლ ლილუაშვილი - მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით

მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს განიხილავდნენ, აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო.

„აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. დავრწმუნდი, წელსაც, როგორც წინა წელს, იმის წინა წელსაც, ზუსტად იგივე იყო, როდესაც კამერები და საჯაროობა ეცლება სხდომას, მაშინვე კონსტრუქციულ რეჟიმში გადადის ყველა და მართლა აინტერესებს საკითხები, თუმცა გარეთ რას ამბობენ, მე უკვე აღარ ვიცი. ჩაიარა ძალიან კონსტრუქციულად, იყო საქმიანი შეკითხვები, გაიცა საქმიანი პასუხები. დახურული სხდომა არ გულისხმობს იმას, რომ ვინმესთან რამე დასამალი გვაქვს, უბრალოდ, არის საკითხები, რომლის საჯაროდ გამოტანამ, მათ შორის შეკითხვის დასმამ, შეკითხვის დასმის ფორმატმაც, ზრახვებმა დააზიანოს ესა თუ ისა სენსიტიური საკითხი , მათ შორის ოკუპაციის მიმართულებით, ჰიბრიდული ომის, ჯაშუშებთან გამკლავების, ტერორიზმის და ა.შ. მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი გავხსენით. თუმცა არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ფორმატისთვის და არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური ნდობის ჯგუფისთვის, რომელიც ამ კომიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობას იღებს, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება