სუს-ის ხელმძღვანელი - ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა, გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული - საინტერესოა, თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას რამეზე

ის გარემო, რაც ოჩამჩირეში არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების მიღებას, იმისთვის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა გარდაიქმნას, სულ მცირე 3 წელიწადი დასჭირდება, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო ბაზის განთავსებაზე საუბრისას განაცხადა.

ლილუაშვილის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო.

„საქართველოში ვის უნდა ესიამოვნოს განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი პორტ-პოსტის შექმნის თაობაზე.

ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით, რა სახით დღეს ემსახურება იქ შესულ, მცირე ნავებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. 2009 წლიდან 2011 წლამდე შეიქმნა. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, შეიქმნა მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო. ის გარემო, რაც მანდ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილ და დიდი ხომალდების მიღებას. იმისთვის რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა, სულ მცირე 3 წელიწადი დასჭირდება“ , - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, ეს იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის.

„იყო კითხვა, რომ ეს [ოჩამჩირის] პორტი საფრთხეს უქმნის ანაკლიას. ანაკლიას მარტო პორტი კი არ უქმნის საფრთხეს, ანაკლიის პროექტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს. წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია, რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით და მძიმე ტექნიკით. ეს იყო, არის და თუკი გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის.

ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა, გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. საინტერესოა, თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას საერთოდ რამეზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, იგულისხმა თუ არა „გაუაზრებელ დაძაბულობაში“ 2008 წლის ომი, ლილუაშვილი ასე პასუხობს:

„მთელი ის პოლიტიკა, რასაც მაშინ ხელისუფლება აწარმოებდა. მათ შორის მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო მოქმედებები“, - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე