სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი  ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლილუაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი პირების ჯანმრთელობის შესახებ უტყუარ ცნობებს ოჯახი ევროკავშირის მისიისა და წითელი ჯვრის შუამავლობით იღებს ინფორმაციას.

„მარტო ბებუა არ არის, არის კიდევ 9 პირი, ორივე მიმართულებით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ევროკავშირის მისიისა და წითელი ჯვრის შუამავლობით ოჯახი ახერხებს მათი ჯანმრთელობის შესახებ უტყუარი ცნობების მიღებას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პირების გამოშვება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება