ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს - ჩვენი მეომრები ATACMS-ის რაკეტებს ბრძოლის ველზე კარგად იყენებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს უკრაინისთვის ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მადლობა გადავუხადე ჩვენი თავდაცვის შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინელები ძალიან წახალისებული არიან ATACMS-ის მიწოდებით და ჩვენი მეომრები მათ კარგად იყენებენ ბრძოლის ველზე“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს გრძელვადიანი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საკითხიც განიხილეს.

„უკრაინა აშშ-ს მადლიერია თავისუფლებისთვის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში სასიცოცხლო და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!