გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე, თიანეთში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ვარსიმაანი, ჩრდილელიანთკარი, ბაზალეთი, არღუნი და მიმდებარე სოფლებში.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, სასახლკარე, ბიწმენდი და მიმდებარე სოფელბში.

13:15 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში.

13:30 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელბში: სნო, აჩხოტი, არშია, ჯუთა, კარკუჩა და მიმდებარე სოფელბში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა