იური ნოზაძე კავკასიის ეკო-კორიდორის ფონდის (ECF) II ფაზის რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კავკასიის ეკო-კორიდორის ფონდის (ECF) II ფაზის რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 წლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

„ეკო-კორიდორების პროგრამის პირველმა ფაზამ შექმნა ლანდშაფტების მდგრადი მართვის და რეგიონული ეკონომიკის განვითარების წარმატებული პრეცედენტი; პროგრამის მეორე ფაზა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას უზრუნველყოფს. დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნა, რაც კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, 2030 წლისთვის, საქართველოს ტერიტორიის 30% იყოს ეფექტიანად დაცული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების, დონორების დახმარებით შევქმნათ დაცული ტერიტორიებისა და მის მიღმა არსებული ტერიტორიების კონსერვაციული ინსტრუმენტები. კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხელს უწყობს ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას და ასევე რეგიონში საკონსერვაციო ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარებით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანადირაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, სომხეთში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა