„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ევროკომისიაში შეხვედრებს მართავენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ევროკომისიაში შეხვედრებს მართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 19 ოქტომბერს, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებში პოლიტიკურ ოფიცერთან მიხაელა პოპასთან და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველთან ვერონიკა ჩერნასთან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და იმ რეფორმების აუცილებლობა, რომელთა განხორციელებას ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან ითხოვს.

პაატა დავითაიას განცხადებით, ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას აქვს რუსეთის ფედერაციიდან. შეხვედრაზე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების მხრიდან დეტალურად იქნა მიწოდებული ინფორმაცია ოჩამჩირის სამხედრო-საზღვაო ბაზის და აქედან გამომდინარე გაზრდილი საფრთხეების შესახებ.

„პარტიის გენერალური მდივნის მამუკა გამყრელიძის მიერ შეხვედრაზე შეფასებული იქნა საქართველოს და ჩინეთის თანამშრომლობის ახალ ფორმატთან დაკავშირებული რისკები და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მამუკა გამყრელიძის, როგორც ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მიმართ, შესაბამისად, მიიღეს კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ევროკომისიის წარმომადგენლებმა ასევე დიდი ინტერესი გამოხატეს საარჩევნო სისტემებთან, საარჩევნო ბარიერთან და მოახლოებული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად. ჩვენი შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან არის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 8 ნოემბრამდე, როცა უნდა გასაჯაროვდეს ევროკომისიის შუალედური დასკვნა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაჟღერეთ მთავარი გზავნილი, რომ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს. იმედს ვიტოვებ, რომ დარჩენილ დროში ყველაფერი გაკეთდება სტატუსის მისაღებად, რადგან ბრიუსელში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომატებული საფრთხეების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დაიმსახურა ხალხმა, რომელსაც გაცხადებული აქვს მისწრაფება - ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში“,- აცხადებს პაატა დავითაია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა