BTU-ს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს წარმატებულ მენეჯერებად აქცევს

BTU-ს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ბიზნესპროცესების მართვას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ასწავლის.

თუ გსურთ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ, მასში აუცილებლად უნდა მოახდინოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია. დღეს ტექნოლოგიების გარეშე განვითარება, წინსვლა და ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება ფაქტობრივად შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების ბიზნესში ინტეგრაცია სწავლის ეტაპზევე მოხდეს. ამ მიმართულებით ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც მაგისტრატებს ბიზნესის ადმინისტრირებას ტექნოლოგიებთან სინთეზში შეასწავლის. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მაგისტრანტი მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად, მისცეს კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის, შესძინოს უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოს ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი. უნივერსიტეტში, სადაც სწავლის უმაღლესი სტანდარტია, სწავლის წლიური ღირებულება 2250 ლარია. პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ან საუნივერსიტეტო სტიპენდია მიიღონ.

BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში. ასევე, საშუალება აქვთ, ჩაერთონ სრულად, ან ნაწილობრივ გაცვლით პროგრამებში და სწავლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში პარტნიორ უნივერსიტეტში გააგრძელონ.

BTU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic institute of Braganca, Portugal), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებით მაგისტრანტს საშუალება ეძლევა, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს, პროგრამის ბოლო, მეორე სასწავლო წელი კი პორტუგალიაში გაატაროს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას HRCI საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მიღებული.

უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, სასწავლო პროცესში გამოყენებული უახლესი ციფრული ტექნოლოგიები და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება BTU-ს მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ არა მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ, არამედ სწავლის პერიოდშივე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ყველაფერს, რაც არა მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებისთვის, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა