ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ღაზას სექტორში, საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს.

„ღამის განმავლობაში გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაციების ასზე მეტ ოპერატიულ სამიზნეს დაარტყეს, გაანადგურეს გვირაბის შახტები, საბრძოლო მასალის საწყობები და ათობით ოპერატიული შტაბი“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმების დროს გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც „ჰამასის“ სამხედრო- საზღვაო ძალების წევრი იყო.

„თავდასხმების გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც იმყოფებოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებში, ის ღაზას სექტორში ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა