რიში სუნაკი ეგვიპტეში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„პრემიერი ხაზს გაუსვამს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა. შემდეგ კი, საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს მოუწოდა ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენას.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა