2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ ემ თი ეი“ 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბაგიროები იქნება 6 - ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ შვეიცარიული კომპანია, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

„ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულიად ახალ სასრიალო სივრცეს,“ -განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს“ და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში შეიტანა წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად, გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს