საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლი „სტუმარი“ UNWTO-ს კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლი „სტუმარი“ UNWTO-ს კონკურსის გამარჯვებულია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლი ევროპის რეგიონის საუკეთესო კლიპად აღიარეს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნომინაციაში „Tourism and the Decade of Action" გამარჯვებული ვიდეორგოლი „სტუმარი“ გახდა.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უზბეკეთში, სამარყანდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში გამოცხადდა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამარჯვებული ტურისტული მიმართულებები მედიის სფეროში პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

იხილეთ ვიდეორგოლი

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება