პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ლტოლვილთა ბანაკში ოპერაცია ჩაატარა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ სანაპიროზე ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ისრაელის საოკუპაციო არმიამ ტულკარემში, ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკში გუშინ განხორციელებული აგრესიის დროს ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინა, სადაც მოწამეების რაოდენობამ 13-ს მიაღწია, მათ შორის 5 ბავშვია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ძალები ბანაკის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა