საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს ერკუტ ჩელების უმასპინძლა.
საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა იმსჯელეს არსებული ბიზნეს კავშირების გაღრმავების, განსაკუთრებით სამედიცინო და ბიზნეს ტურიზმის, ასევე სამშენებლო სექტორის განვითარების საკითხებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას თურქეთის რამდენიმე სექტორის, მათ შორის ტრაპიზონის სავაჭრო პალატის, სამედიცინო სექტორისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.