დავით გაბაიძემ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა, სასამართლოს თავმჯდომარის არმან დილანიანის ხელმძღვანელობით.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა და სომხეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - ნარინე მატოსიანი ესწრებოდნენ.

„დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, სტუმრებს, აჭარის უმაღლეს საბჭოში გატარებულ რეფორმებზე, ღია მმართველობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო ორგანოში დანერგილ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია აჭარაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით, საპასუხო ვიზიტით იმყოფება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება