გიორგი რუხაძე - როცა ფარცხალაძეზე არის ეჭვი, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურებოდა და მას ქვეყნიდან უშვებ, ეს ნიშნავს, რომ გამოძიება ფორმალურია - ფარცხალაძესა და „ოცნებას“ შორის ტოლობის ნიშანი არსებობს, სხვა შემთხვევაში ის ციხეში იჯდებოდა

როცა ადამიანზე ეჭვი გაქვს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯის გადადგმაში ემსახურებოდა და ამ ადამიანს საზღვარზე უშვებ, ეს ნიშნავს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალურია. ვინ დამაჯერებს, რომ ფარცხალაძის დონეზე წყდებოდა ყველაფერი? აქ ჩართული იქნებოდნენ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორ ფიქრობთ, ლილუაშვილი გამოიძიებს საქმეს, სადაც ივანიშვილი ფიგურირებს?, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც რუხაძემ განმარტა, „ფარცხალაძესა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანი რომ არ არსებობდეს, ფარცხალაძე ახლა ციხეში იჯდებოდა“.

„მან [გრიგოლ ლილუაშვილმა] არამხოლოდ ის თქვა, რომ მტკიცებულებები არ მიუღიათ, არამედ ისიც დაადასტურა, რომ საქმე საკმაოდ მძიმე მუხლით არის აღძრული - თუ ამ ადამიანს ეს დანაშაული დაუდასტურდება, მას 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოკითხვის შემდეგ, მეორე დღეს, ეს ადამიანი ქვეყნიდან გაუშვეს. თეორიულად რომ დავუშვათ, ვთქვათ, ზეგ საქართველოს პროკურატურას მტკიცებულებები რომ გადმოსცენ და დანაშაული გამოიკვეთოს, მერე, რუსეთში ვდიოთ ამ ფარცხალაძეს, თუ სად? სწორედ ამიტომ გაუშვეს, რომ ეს პროცესი არის ფორმალური, რეალურად, ფარცხალაძეზე გამოძიება არც მიმდინარეობს, ეს რომ სერიოზულად მიდიოდეს, ფარცხალაძეს ქვეყნიდან არ გაუშვებდნენ. როცა ადამიანზე ეჭვი გაქვს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურებოდა საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯის გადადგმაში და ამ ადამიანს საზღვარზე უშვებ, ეს ნიშნავს, რომ პროცესი ფორმალურია. ვინ დამაჯერებს, რომ ფარცხალაძის დონეზე წყდებოდა ყველაფერი? აქ ჩართული იქნებოდნენ, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორ ფიქრობთ, ლილუაშვილი გამოიძიებს საქმეს, სადაც ივანიშვილი ფიგურირებს?

საბოლოო ჯამში, ნდობის საკითხია, როცა ფარცხალაძე აგენტია, ის ჯგუფთან ერთად მუშაობს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, მას ხელს ხელისუფლება აფარებს, ეს იქნება ეროვნული ბანკის საშუალებით, თუ პროკურატურის, ან სუს-ის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სულელებით კი არ არის დაკომპლექტებული, ეს სიგნალია მისთვის, რომ აქ რუსული ინფილტრაცია იმდენად მაღალია, რომ ამ ხალხისთვის არაფრის გადმოცემა არ შეიძლება. ფარცხალაძესა და ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანი რომ არ იყოს, მაშინ ფარცხალაძე ახლა ციხეში იჯდებოდა და საქმე ძალიან სწრაფი გამოძიების რეჟიმში იქნებოდა. ის კი არა, რომ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს, რომ თავის შვილზე გადაეფორმებინა უძრავი ქონება, ეროვნულმა ბანკმა ისე გაიმასხარავა თავი იმ დონეზე, რომ ნახევარი ეროვნული ბანკი წამოვიდა იქიდან, ეს შემთხვევით ხომ არ მოხდა? ეს იმის ინდიკატორია, რომ ხელისუფლება ფარცხალაძეს ხელს აფარებს. რატომ? იმიტომ რომ მათ შორის ტოლობის ნიშანია“, - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ იყო პრეზიდენტის მხრიდან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მნიშვნელოვანი, რუხაძემ ასე უპასუხა:

„არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი იყო, მგონია, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო და ეს მანამდეც უნდა მომხდარიყო. როცა ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მაშინ უნდა შეწყვეტდა მოქალაქეობა, ახლა ეს ყველაფერი დაგვიანებულია. მოქალაქეობის გამო მას ვერც უძრავი ქონების განკარგვას აუკრძალავდნენ, ვერც ფულს და ვერც გადაადგილებას. შესაბამისად, ვერ ვხედავ რომ რამე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ამას ადრე გააკეთებდა, თუ გვიან. მოქალაქეობა მხოლოდ მაშინ შეუწყვიტეს, როცა ეს ყველაფერი გახდა ცნობილი და შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა და სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ ასე ჩუმად იქნებოდა ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს აფარებდა ფარცხალაძეს და მის გამო, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი, აი, ასე იყო ჩვეულებრივად გაშეშებული კურდღელივით, სანამ არ უთხრეს რატი ბრეგაძეს - „მიდი!“, - განაცხადა რუხაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის