საქართველოს და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა, მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს - კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ქ. ბარსელონაში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა