საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდნენ.

ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი - მარია სულაბერიძე წარუდგინა.

როგორც საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, მარია სულაბერიძე, რომელმაც ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარდგინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას ახლახან შეუდგა. ელჩის განცხადებით, ლიეტუვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი უკვე წარუდგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც მარია სულაბერიძეს, უნივერსიტეტის სახელით, ცენტრის საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ, რომელიც სტუ-ში, ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე კი სტუმრებს 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ს ცნობით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ოფიციალურად ცენტრი ლიეტუვის რესპუბლიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ