თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს - რატომ არ იმუშავა თქვენმა უწყებამ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ ტექსტში, კვიპროსის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ყოფილიყო ჩანაწერი?

გაუგონარია, რომ საქართველო ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ისევე როგორც აქამდე, ჩვეულებრივ აღიარებს, თუმცა ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების ტექსტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანის საკითხზე ჩანაწერი არ მოიძებნებოდა - გთხოვთ განმარტოთ, რატომ არ წერია დოკუმენტში, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში? - ეს ერთ-ერთია იმ საინტერპელაციო კითხვებს შორის, რომლითაც ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლის საკითხზე მოწვეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიმართა.

“მიმდინარე წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება. დოკუმენტის პირველსავე პუნქტში წერია, რომ “მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.“ განსხვავებით საქართველოსთან დადებული შეთანხმებისა, ორმხრივი ჩანაწერი გვხვდება 2021 წელს ჩინეთსა და კვიპროსს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ “კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“. ჩინეთი კი პირობას დებს, რომ “გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ჩანაწერი რატომ არის ზოგადი, როდესაც ერთობლივი განაცხადია და რატომ არ წერია დოკუმენტში, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც - საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში? რატომ არ იმუშავა თქვენმა უწყებამ იმისთვის, რომ ტექსტში კვიპროსის მაგვარად ყოფილიყო საქართველოზე ჩანაწერი? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია და კრემლი მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე, მათ შორის ჩინეთთან.

ამასთან, წლებია ჩინეთი გაეროში მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შესაბამის რეზოლუციებს. ან რა იყო ისეთი მყარი არგუმენტი ჩინეთის მხრიდან, რომ საქართველო დათანხმებულიყო ამ ჩანაწერს, ან სანაცვლოდ რა მიიღო ქვეყანამ?“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ურთიერთობების აყვანის საკითზე არაფერია ნათქვამი მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში - “ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ“. მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეგმები არც 2019-2022 წლების მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშია ასახული.

“სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი არ არის და მხოლოდ აღნიშნულია შემდეგი: - “უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.

რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ?“, - მიმართა აქუბარდიამ ილია დარჩიაშვილს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო