საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსთან და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითად საკონკურსო მოთხოვნებს და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო განაცხადებს. ასევე ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებზე, სტაჟიორების საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

იხილეთ ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის შესახებ ვრცლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება