შალვა პაპუაშვილი - პოზიტიურია ევროკომისიის ანგარიში, წინა წლის ანგარიშთან შედარებით - ანგარიშს სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას

თუ წინა წლის ანგარიშს შევადარებთ, პოზიტიური ანგარიშია, რა თქმა, უნდა არის რეკომენდაციები გამოთქმული. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამ ანგარიშს სერიოზულად მოვეკიდებით და მივყვებით მის შესრულებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

„ვიზალიბერალიზაცია არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნას გადადგმული.

ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით შევხედავთ, რაიმე საკითხი თუ იქნა გასაუმჯობესებელი, რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერია, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა