შალვა პაპუაშვილი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე - სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე განმარტებები და გამიჯვნა დონორი ორგანიზაციის მხრიდან დღემდე არ მოგვისმენია, უსაფრთხოების სამსახური საქმეს იძიებს და საბოლოო წერტილამდეც მივლენ

სამწუხაროა, რომ დღემდე, სათანადო განმარტებები და გამიჯვნა ამ პროცესებისგან დონორი ორგანიზაციის მხრიდან არ მოგვისმენია, უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს იძიებს და რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილამდეც მივლენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმის ძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, პარლამენტის დახურულ სხდომაზე დამატებით, გარკვეული დეტალებიც გააჟღერა.

„ძალიან ხანგრძლივი და კარგი მსჯელობა გვქონდა, ამ დროს დახურული ფორმატი ყოველთვის ამართლებს ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის ძალიან კონსტრუქციული ჩართულობა იყო, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს, მათ შორის, პასუხები, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მადლობები იქაც მოვისმინეთ. რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიმდინარეობს, მგონი, თავად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ყველაზე ზუსტი და სწორი შეფასება გააკეთა, რომ რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დამატებითი დეტალები მოვისმინეთ, თუმცა, ის ტექსტები, რომელსაც ე.წ. ტრენინგიდან ვისმენდით, ისედაც თავის თავზე მეტყველებს. სამწუხაროა, რომ დღემდე, სათანადო განმარტებები და გამიჯვნა ამ პროცესებისგან დონორი ორგანიზაციის მხრიდან არ მოგვისმენია, უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს იძიებს და რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილამდეც მივლენ.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მოსმენის დროს ისაუბრა, რომ მასალა რამდენიმე საათიანია და რაც გამოქვეყნდა, 8-წუთიანი იყო, იმ მასალიდან ის მცირედი, მიზერული ნაწილიც კი მის შინაარსს გვაჩვენებდა. თუმცა, ცალკე მასალა არის, რომელსაც გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გაასაჯაროებს. მთავარია ერთი რამ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ გამოძიება მიდიოდა, რადგან ეს განმსაზღვრელი იყო გარკვეული რისკების შესამცირებლად და საზოგადოების გასაფრთხილებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა