დავით ნარმანია აწსუ-ს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა.

სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობის განათლების პროცესში, ისაუბრა სემეკსა და აწსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

„ვულოცავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეს. დიდია უნივერსიტეტის წვლილი თაობების აღზრდასა და განათლებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ კვლევითი ხასიათის ღონისძიებებსა და კონფერენციებში. სემეკსა და აწსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უნივერსიტეტებს სტუდენტებისათვის ენერგეტიკის შესახებ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის ინფორმაციით, სემეკსა და აწსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი პროექტის - ნეტო-აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის პროცესს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში გახსნილია „სემეკის აუდიტორია“, რომელიც მარეგულირებელი კომისიის დახმარებით აღიჭურვა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა