საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და სტიპენდიები მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატი გახდა, ხოლო 2023 წელს სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულმა უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე პირველკურსელმა ფონდის პრემია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - მეოთხეკურსელი ვახტანგ ჩხეტია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - მესამეკურსელი უჩა მჭედლიშვილი და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - მეორეკურსელი ნინო ყავლაშვილი. სამივე სტუდენტს, შემოდგომის სემესტრში, საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით ჩაურიცხავს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულმა პირველკურსელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ კი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია მოიპოვა. მას ფონდმა ერთჯერადი პრემია 1500 ლარის ოდენობით გადასცა.

საქართველოს მასშტაბით, 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეულ, უმაღლესი რეიტინგის მქონე 19 ბაკალავრსა და აღნიშნულ უნივერსიტეტებში წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ 6 პირველკურსელს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი შეხვდნენ, სტუდენტებს ჯილდოები გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სტიპენდიატებს, პრემიის მფლობელებსა და შეკრებილ საზოგადოებას სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე, ასევე, და 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძიებებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.

„ფონდის პრემიის მოპოვება და იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს მასშტაბით 25 საუკეთესო სტუდენტს შორის ერთ-ერთი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია. სასიამოვნო განცდაა, როცა ხვდები, რომ შრომა და სწავლა ფასდება. ეს მაძლევს მოტივაციას, უფრო მეტი და მეტი ვისწავლო, ვიშრომო, განვვითარდე და გავხდე კარგი პროფესიონალი. არ დავმალავ, აქედანვე დავისახე მიზნად, რომ სამომავლოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში, აუცილებლად გავხდე თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიატი“, - განაცხადა სტუ-ის სტუდენტი ალექსანდრე ტაბატაძე.

სტუდენტთა დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ედიშერ კვესიტაძე და არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.

„პირველ რიგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სტიპენდიების გადაცემა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ სპეციალისტებს ამზადებს, აკადემიური მოსწრების მხრივ ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს, ჩვენი ფაკულტეტისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, ის ფაქტი, რომ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, შესანიშნავი და იმედისმომცემი ახალგაზრდა ფონდის სტიპენდიატი გახდა და ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტმა, რომელიც ფონდის პრემიის მფლობელი გახდა, არქიტექტურის ფაკულტეტის აირჩია და ჩვენთან აგრძელებს სწავლას. დარწმუნებული ვართ, ჩვენი სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიატებიც გახდებიან. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია“, - აღნიშნავს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა