ილია ვერძაძე - იმპიჩმენტის პროცედურამ თავისი საქმე გააკეთა - დადგინდა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

„დადგინდა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, დადგინდა, რომ პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი დღის წესრიგი აქვთ“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო: ამ პროცესის დასაწყისში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ, პირდაპირ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა, კონსტიტუციის სწორად წაკითხვა და გაგება იყო. მეც ასევე, არაერთ ინტერვიუში მითქვამს, რომ ამ გაუმართლებელ, ქვეყნისთვის საზიანო აჟიოტაჟს, ერთხელ და საბოლოოდ წერტილი უნდა დასმოდა და ამ თვალსაზრისით, ყველაზე ადექვატური იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გზა“, - აცხადებს ილია ვერძაძე.

​მისი თქმით, კონსტიტუცია არ არის სამოქალაქო კოდექსი, მისი თეზისები მარტივი და გასაგებია მოქალაქეებისათვის.

„კონსტიტუციით განსაზღვრულია სახელმწიფო მოწყობა, კომპეტენციის საზღვრები, მთავარი ღირებულებები, უფლებები და ა.შ; კონსტიტუცია არის ძირითადი კანონი, რომელშიც წერია, რომ საქართველო არის საპარლამენტო ქვეყანა და პირველი პირი არის პრემიერი. ​როცა საუბარია - დამადასტურებელი ვერაფერი წარმოადგინესო, ძალიან საინტერესო მიდგომაა. არ გქონდა კანონით განსაზღვრული პრემიერის თანხმობა ვიზიტზე და მაინც განახორციელე? მორჩა! ​ასე, რომ იმპიჩმენტის პროცედურამ თავისი საქმე გააკეთა. დადგინდა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, დადგინდა, რომ პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი დღის წესრიგი აქვთ. დადგინდა, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს არ და ვერ ენდობიან და შეურაცხყოფენ“, - აცხადებს ილია ვერძაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება