ნინო ვარდოსანიძე - ქალაქის სიმბოლიკა, რომელსაც დროშა და გერბი წარმოადგენს, ჰერალდიკის კანონიკას უნდა შეესაბამებოდეს

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, ქალაქის სიმბოლიკა, რომელსაც დროშა და გერბი წარმოადგენს, ჰერალდიკის პრინციპების დაცვით კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვარდოსანიძის თქმით, აქ იგულისხმება როგორც 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსში განსაზღვრული წესი, ისე შემდგომ, 2019 წელს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ მიღებულ კანონში დაზუსტებული განმარტებები.

ამ განცხადებით ვარდოსანიძე საკრებულოს სხდომაზე ქალაქის სიმბოლიკის კანონის წესით დამტკიცების თაობაზე დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებულ საკითხს გამოეხმაურა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული სიმბოლიკა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ჰერალდიკის საბჭოსთან კონსულტაციებისა და მათი პროფესიული მოსაზრებების გათვალისწინებით, საჭიროა მისი კანონის შესაბამისად მიღება და საკრებულოს მიერ დამტკიცება.

„როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, პროცესი იქნება ღია, ანუ ესკიზების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. მნიშვნელოვანია, ბევრმა ადამიანმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რომელთაგან კომისია საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს“, -განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და კოლეგებს ამ საპასუხისმგებლო და საპატიო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

დასასრულს, საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი სიმბოლიკა მომავალშიც იქნება ქალაქის აღმნიშვნელი ერთ-ერთი სიმბოლო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება