შალვა პაპუაშვილი - ასოცირების შეთანხმების შესრულებისთვის პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია

დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას შორის. ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ჩვენი წელიწად-ნახევრიანი ურთიერთობისა, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანის შემდეგ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტმა ეროვნულ პლატფორმასთან ერთად რამდენიმე კონფერენცია გამართა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პლატფორმის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ქალბატონ ნინო ჩხობაძეს, იმისთვის, რომ მან შეძლო პლატფორმის ყველა წევრთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა. ეროვნული პლატფორმა 200-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიული თუ მიმართულების ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც რა თქმა უნდა, გაამდიდრებს საპარლამენტო მსჯელობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ის ფორმატები, რომელიც იყო გამოცდილი აუცილებლად გავაგრძელოთ - კონფერენციები, შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ გარდა ამისა, მემორანდუმის საფუძველზე დავამატოთ ახალი ფორმატები. მათ შორის მემორანდუმით გათვალისწინებულია, რომ პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ექნება განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი პარლამენტთან. პარლამენტი გაუზიარებს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში და ჩვენ მოველით, რომ პლატფორმის შესაბამისი წევრი ორგანიზაციებისგან გვექნება პროფესიული მოსაზრებები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. განსაკუთრებით ახლა იწყება ის საკითხები, რომელიც ეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, სადაც ძალიან ბევრი, რთული, ტექნიკური, სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც საჭიროა ღრმა პროფესიული ცოდნა, იმისთვის რომ ევროკავშირის სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება