ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება - ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზას სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას.

„ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი“, - განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად.

„მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის