ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავტობუსების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს. მათივე ცნობით, აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა.

ახალი სერვისის პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგოძემ გამართეს. აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს დახვდეთ იმ სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აეროპორტშია საჭირო და ქვეყანაში მოგზაურობისას მგზავრს ესაჭიროება. Bene Exclusive ქუთაისის აეროპორტში საწყის ეტაპზე, 15 უახლესი ავტომობილით არის წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს, მაღალი კლასის ტაქსის მომსახურების სერვისს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მგზავრები არამხოლოდ უსაფრთხოდ ჩამოდიან ჩვენს აეროპორტში, არამედ იმ სერვისს, რომელსაც ამ აეროპორტში მიიღებენ მათთვის გარანტირებულად უსაფრთხო იქნება, -‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ტაქსის სერვისი მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში სთავაზობს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com

BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა