საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და „პარაგრაფ თბილისს“ გენერალურმა მენეჯერმა იან თომას კარლ ვან ოპსტალმა.

სტუ-ის კანცლერის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, სადაც ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, ამდენად „პარაგრაფ თბილისსთან“ გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია.

„ღონისძიებები, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ დაიგეგმა გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს, ეს იქნება დასაქმების ფორუმი, თუ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ძალიან კარგი პლატფორმაა სტუდენტების დასაქმებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში აქვს კომინიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სტუდენტის ინტერესს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ. „პარაგრაფ თბილისი“ არის წარმატებული ბიზნესი, ამიტომ, დღეს, უნივერსიტეტსა და სასტუმროების ქსელთან გაფორმებული მემორანდუმი, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვებისა და გაღრმავების გარანტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების საშუალება. სასტუმროების ქსელში - „პარაგრაფ თბილისი“, მემორანდუმის თანახმად, 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მადლობას მოვახსენებ ბატონ იან თომას კარლ ვან ოპსტალს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა