მიხეილ სარჯველაძე ფარცხალაძის საქმეზე - უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და ასე მარტივად, საყველპურო დონეზე შეიძლება არ იყოს საკმარისი, რომ შენც გაიზიარო და გახდე ბრალმდებელი

უკიდურესად მძიმე ბრალდებაა და ასე მარტივად, საყველპურო დონეზე შეიძლება არ იყოს საკმარისი, რომ შენც გაიზიარო და შენც გახდე ბრალმდებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები და ფაქტები, რომელიც არ აქვთ.

„ჩემთვის პერსონალურად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე რაში გამოიხატება ეს ფაქტები, მტკიცებულებები, გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება კეთდებოდეს ასეთი შეფასებები და დასკვნები, რადგან ეს არის უკიდურესად მძიმე ბრალდება და ეს ბრალდება შეიძლება ასე მარტივად, საყველპურო დონეზე და მხოლოდ შეფასების დონეზე არ იყოს საკმარისი, რომ შენც გაიზიარო და შენც გახდე ბრალმდებელი. აუცილებელია ჩვენ გვქონდეს ინტერესი და ეს არის ჯანსაღი, რომ მაინტერესებდეს ფაქტები და მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება. როცა არ გვაქვს ეს მტკიცებულება, ეს არ არის კარგი მდგომარეობა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება