„წისქვილში“ ლუდის დღეები გაიმართება

27-28 ოქტომბერს, რესტორან „წისქვილში“, ლუდის მოედანზე, „ლუდის დღეები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

„თუშური ხინკალი და კერძები გრილზე – სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა გერმანული ვარშტაინერი, შოფერჰოფერი, გაუფილტრავი ბენედიქტინერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი. ამასთან ერთად, „ლუდის დღეების“ განმავლობაში მათ შეძენას სტუმრები სპეციალურ ფასად შეძლებენ.

ლუდის ორდღიან ფესტივალს „წისქვილი“ უკვე რამდენიმე წელია კომპანია „პარტნიორთან“ ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„პარტნიორი“ დიდი ხანია თანამშრომლობს „წისქვილი ჯგუფთან” და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მათ შორის სიამოვნებით ვუწევთ სპონსორობას „ლუდის დღეებს“, რადგან ეს არის ფესტივალი, რომელიც ერთად კრებს საუკეთესო ლუდისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს“, – ამბობს „პარტნიორის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანი ნიკოლაიშვილი.

საღამოს წამყვანები, ნიკოლოზ ჭკადუა და ნიკოლოზ ხრიკულიც შეუერთდებიან და მენტორობას გაუწევენ შეჯიბრებებსა და თამაშებს. Beer Pong, შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევაში, გამძლეობის თამაში, თვალებახვეული ლუდის ჩამოსხმაში შეჯიბრი – სტუმრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ამ და სხვა გასართობ აქტივობებში როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მონაწილეები მიიღებენ საჩუქრებს, ფინალისტები კი მთავარი პრიზისთვის – მიუზიკლ „ჩიკაგოს“ ბილეთებისთვის იბრძოლებენ.

27 ოქტომბერს, 21:00 საათიდან სცენას ბენდი Nonstop დაიკავებს და ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ქავერებს შეასრულებს. 28 ოქტომბერს კი ბენდი „ქიმერა“ იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.

„ლუდის მოედანი“ წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. 20 წელზე მეტია ის ჩვენი სტუმრების საყვარელი ადგილად რჩება, რადგან მათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ მოსვლა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება. ამასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სტუმრების განწყობაზეც ვიზრუნოთ, ამიტომ „პარტნიორთან“ თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, „ლუდის დღეები“ დაგვეგეგმა.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და განსხვავებულ კერძებს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს, სახალისო პროგრამასთან ერთად. ამიტომ ყველას გეპატიჟებით და გელოდებით“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

„ასე რომ, მოინიშნეთ კალენდარში 27-28 ოქტომბერი და დაესწარით ტრადიციად ქცეულ ორდღიან ლუდის დღესასწაულს „წისქვილში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა