ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით, არსებული გამოცდილების გაზიარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ზურაბ აზარაშვილი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო, სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების განვითარებაში, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, გამოიყენოს ციფრული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ჯანდაცვის დიგიტალიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ, ჩამოაყალიბა კარგად ფუნქციონირებადი ციფრული სისტემები, რომლებიც მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ოპერირებას. აღნიშნული სისტემები საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სერვისის ეფექტური მოდელები დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობისთვის. ჩვენ, ვგეგმავთ, გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები პირველადი ჯანდაცვის დონეზე, კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პროვაიდერების ურთიერთდაკავშირების მიზნით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ტელემედიცინის პლატფორმაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, აქტიურად ახორციელებს.

„სტამბოლში გამართულ, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე კონგრესის მონაწილეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეომიმართვაში, დელეგატებს, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აქცენტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გააკეთა. ღონისძიებაში მონაწილეობას 21 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ხელმძღვანელი პირები იღებენ. კონგრესში, საქართველოდან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ