პაატა მანჯგალაძე - ჩემთვის უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუგებარია „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის უფროსის განცხადება, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მტკიცებულებები და არ გვაძლევენო

ჩემთვის უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუგებარია „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის უფროსის განცხადება, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მტკიცებულებები და არ გვაძლევენო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტი არაპროფესიონალიზმია ვიდრე ის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა წლების განმავლობაში ვერ გამოავლინეს „რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები“.

მანჯგალაძის თქმით, პრობლემა არის ის, რომ გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს "ქართულ ოცნებაში" მყოფი გაუშიფრავი აგენტები ვერ დასჯიან.

„აშშ-ს ჰყავს 16 სპეცსამსახურისგან შემდგარი უსაფრთხოების თანამეგობრობა და თუ არცერთი არ გეთანამშრომლება ეს ნიშნავს, რომ არ გენდობა და არ გიმხელს იმ წყაროებს, რომლებმაც გამოავლინა საქართველოში ფარცხალაძის ჯაშუშური საქმიანობა.

ასევე პრიმიტიულია და დანაშაულებრივია ნარატივი, რომ თუ ამერიკა მტკიცებულებებს არ გვაწვდის ე.ი. ფარცხალაძე უდანაშაულოა და სულ ტყუილად დაასანქცირეს, თურმე.

არ დაგვავიწყდეს, საუბარია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რუს ჯაშუშზე და იმდენად ჩამოშლილია ჩვენი სტრუქტურა, რომ ჯაშუშის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც ვერ მოიპოვეს აგენტობის და ჯაშუშობის მტკიცებულებები მაშინ, როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.

სინამდვილეში მთავარი პრობლემა არის ის, რომ გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს "ქართულ ოცნებაში" მყოფი გაუშიფრავი აგენტები არ და ვერ დასჯიან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება