სახალხო დამცველი - ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როდესაც მოვალ ამ დარბაზში, უფრო მეტი ვისაუბროთ უფლებებზე, იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და ნაკლები ვისაუბროთ პოლიტიკაზე

ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როდესაც მოვალ ამ დარბაზში უფრო მეტი ვისაუბროთ უფლებებზე, იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და ნაკლები ვისაუბროთ პოლიტიკაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წლიდან წლამდე ადამიანის უფლების მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება და არ გაუარესდება.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ კითხვებისთვის, კრიტიკული მოსაზრებებისთვის, კარგი სიტყვებისთვის. ჩემთვის მთავარია, იქნება პოლიტიკური ჯგუფი, პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავარია არავის ჰქონდეს განცდა, რომ სახალხო დამცველს ჰქონდა შესაძლებლობა რამე გაეკეთებინა და მან ეს არ გააკეთა; მანდატი ამას ავალდებულებდა და ამაზე უარი თქვა, ეს არის ყველაზე მთავარი და ის თუ ვის როგორი აღქმა ექნება ჩემი, მეორეხარისხოვანია. საბოლოო ჯაში ყველაფერი თავს იყრის ანგარიშში, რომელსაც სახალხო დამცველი წარმოადგენს.

ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როდესაც მოვალ ამ დარბაზში უფრო მეტი ვისაუბროთ უფლებებზე, იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და ნაკლები ვისაუბროთ პოლიტიკაზე. მე წარმოვადგენ მთელ ინსტიტუციას. ამ შემთხვევაში, როგორც ლევან იოსელიანი, ხომ არ გესაუბრებით. გესაუბრებით, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც ამ ორგანოს სახელით საუბრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ პასუხები გავცე კითხვებს, რომელიც მე მომემართება.

იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ადამიანის უფლების მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება და არ გაუარესდება“,- განაცხადა იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება