მიხეილ სარჯველაძე - მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე იყოს კრიტიკული, მწვავეც, მაგრამ ნაკლებად პოლიტიკურად ანგაჟირებული

მინდა სურვილი გამოვთქვა, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე იყოს კრიტიკული, მწვავეც, მაგრამ ნაკლებად პოლიტიკურად ანგაჟირებული - ეს არის ფაქტორები, რის გამოც იოსელიანი მხარდაჭერას იმსახურებდა და რაც მისი მთავარი ღირსება იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ლევან იოსელიანის მოსმენის შემდეგ გააკეთა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, "რა წამს ოპოზიციამ ნახა, რომ ომბუდსმენის პოლიტიკურად ანგაჟირებულობა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას თითო-ოროლა ოპოზიციონერი ესწრებოდა, რაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა".

ამასთან, სარჯველაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის დადგენილების პროექტი მზად არის და დოკუმენტს კენჭი მომდევნო სასესიო კვირას ეყრება.

სარჯველაძის თქმით, პარლამენტის დადგენილების პროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა ასახულია.

"შევეცადეთ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მივდგომოდით, იმის მიუხედავად, ცალკეულ შეფასებებს ვეთანხმებოდით თუ არა. მეტწილად, წარმოდგენილ ანგარიშში უფრო მეტად პოლიტიკურად მიკერძოებით არის ჩამოყალიბებული, რაც ახსნადია, რადგან ეს ანგარიში არამოქმედი სახალხო დამცველის მიერ არის შედგენილი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტი, რომელიც ლევან იოსელიანმა პარლამენტს გააცნო, მისი წინამორბედის ნინო ლომჯარიას მიერ არის მომზადებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება