ასლან ბჟანია - ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბელარუსი მზად არის აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბელარუსი მზად არის აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ბჟანიას თქმით, „მნიშვნელობა აქვს თავად ფაქტს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარება მოხდა“.

ამასთან, როგორც ბჟანიამ აღნიშნა, თვის ბოლოს აფხაზეთის „დელეგაცია“ ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან მუშაობისთვის.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება