თსუ-ში ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, პროფესორ ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი თამარ ზარანდია, კრებულის ქართველი და უცხოელი თანაავტორები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, კრებული ეძღვნება პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილეს. მისი გამოცემის ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ეკუთვნის და მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დარგის სპეციალისტების სტატიებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან.

საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ ისაუბრა ლადო ჭანტურიას წვლილზე თანამედროვე ქართული სამართლის ჩამოყალიბება-განვითარებაში.

„პროფესორი ლადო ჭანტურია იდგა სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან. ამ ღონისძიებით შესაძლებლობა გვაქვს დავაფასოთ მისი უდიდესი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, განვითარების საქმეში. ლადო ჭანტურია ყოველთვის იყო უნივერსიტეტის გულშემატკივარი, მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია უნივერსიტეტთან, მისი მაღალი ეთიკური სტანდარტები დაფასებულია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე სტუდენტებში. ის მომავალი პროფესიონალების აღმზრდელი და ახალგაზრდების საყვარელი ლექტორია“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

კრებულის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფრანგიშვილმა მიაწოდა.

ღონისძიებაზე ლადო ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა მშობლიურ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს საიუბილეო კრებულის გამოცემისთვის.

„საიუბილეო კრებული ასახავს არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებს, არამედ წარმოადგენს ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში,“-განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

უნივერსიტეტის ცნობით, საიუბილეო კრებულის ქართველი და უცხოელი ავტორები არიან: პროფესორი როლფ კნიპერი (ბრემენის უნივერსიტეტის ემერიტუსი, საქართველოს საპატიო მოქალაქე და თსუ-ის საპატიო დოქტორი), პროფესორი ანგელიკა ნუსბერგერი (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი), პროფესორი ალექსანდერ ტრუნკი (კიელის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპული სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის საპატიო დოქტორი), პროფესორი მაიდან სულეიმანოვი (კასპიის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) და ფარხად კარაგუსოვი (კასპიის კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი); იურგენ ბაზედოვი, ბესარიონ ზოიძე, კლაუს ჰოპტი, ჰაინ ბიოლინგი, მერაბ ტურავა, ნატალია კუზნეცოვა, ჯონი ხეცურიანი, ჰანს იოახიმ შრამი, თამარ ზარანდია, ნანა მჭედლიძე, ვალერი ხრუსტალი, ზვიად გაბისონია, ნონა თოდუა, ირაკლი ბურდული, დემეტრე ეგნატაშვილი, თომას მაიერი, ქეთევან ქოჩაშვილი, ეუგენია კურინკი-სინგერი, გიორგი დავითაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, სერგი ჯორბენაძე, თამარ ზამბახიძე, გოჩა ფერაძე, ლია შატბერაშვილი, ნატალია მოწონელიძე, თამარ ზოიძე, ბექა ქანთარია, გიორგი რუსიაშვილი, ულრიხ ჰაგენლოხი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა