საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, კიტაკ ლიმი თბილისს ეწვევა და 26 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვლიმი მოხსენებით წარდგება სესიაზე „შუა კორიდორი", რომელშიც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი მონაწილეობენ.

„კიტაკ ლიმი კორეის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციას 1985 წელს შეუერთდა. 2006 წელს იგი დაინიშნა საზღვაო ატაშედ, მრჩეველად კორეის რესპუბლიკის საელჩოში ლონდონში და 2009 წლის აგვისტომდე IMO-ში მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა.

მოგვიანებით ლიმი დაინიშნა საზღვაო უსაფრთხოების ბიუროს გენერალურ დირექტორად სახმელეთო, ტრანსპორტისა და საზღვაო საქმეთა სამინისტროში (MLTM), ხოლო შემდეგ გახდა პუსანის პორტის პრეზიდენტი. 2016 წლიდან კიტაკ ლიმი IMO-ს გენერალური მდივნის პოზიციას იკავებს.

„აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში მიმდინარე წლის 26 - 27 ოქტომბერს ჩატარდება და მას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის