ავთანდილ ცინცაძე „ლელოს“ წევრებს - გინდათ გააღვივოთ პროტესტი იქ, სადაც ის არ არის

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პარტია „ლელოს“ მიერ საბურთალოს რაიონში, 33-ე ბაღთან დაკავშირებით გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ, რომ თითქოს არ გვაინტერესებს მომავალი თაობა, ამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, არადა მე საკუთარი შვილი დამყავს ამ ბაღში და თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ უფრო გაღელვებთ მისი ბედი, ვიდრე მე. თქვენ მუდამ ცდილობთ გააღვივოთ პროტესტი იქ, სადაც არ არის. ამიტომაც საპროტესტო აქციებზე თქვენი პარტიის წევრები უფრო მეტნი გამოდიხართ, ვიდრე ვითომ საპროტესტოდ მოსული მოსახლეობა. ასე იყო დიდ დიღომშიც, როცა სტადიონის მშენებლობას „აპროტესტებდით“ და ასეა ახლაც საბავშვო ბაღთან დაკავშირებით“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა „ლელოს“ წევრებს მოუწოდა, რომ უმჯობესია იმ ბაღიდან 300 მეტრში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტონ.

„ამ ბაღიდან 300 მეტრში თქვენი პარტიის ლიდერის მიერ წამოწყებული მშენებლობაა და მინდა გკითხოთ, იქ ყველაფერი მოგწონთ? ხომ არ აპირებთ რამის გაპროტესტებას?“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება